30-10-2024
"ის მზადაა, "ნაპოლისთვის" მოედანზე მოკვდეს", - კონტემ თავის გუნდში საუკეთესო დაასახელა
Author of the article
სერია A-ს მე-10 ტურში "ნაპოლიმ" "მილანი" გასვლაზე 2:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ერთ-ერთ საუკეთესო გუნდია, რაც კი მყოლია. 4 თვეში ძალიან საიმედო ჯგუფის შექმნა მოვახერხეთ და ამით ვამაყობ. სკუდეტო? ამისთვის 3 წელი გვაქვს. ჩვენ რაღაცას ახლიდან ვაშენებთ და ამას დრო სჭირდება. ყოველთვის სასწაულის მოლოდინში ვერ ვიქნებით.
რას ვიტყვი ლუკაკუზე? მას მთელი ზაფხულის განმავლობაში "ნაპოლიში" გადმოსვლა და ჩემთან თამაში ნებისმიერ ფასად სურდა. ის მზადაა მოედანზე გუნდისთვის მოკვდეს", - განაცხადა კონტემ.
ტეგები:
Facebook კომენტარები