• 08-06-2023
    ვის განიხილავენ "ნაპოლიში" ჯუნტოლის შემცვლელად - საინტერესო კანდიდატი
    ვის განიხილავენ "ნაპოლიში" ჯუნტოლის შემცვლელად - საინტერესო კანდიდატი
    Author of the article
    Aa

    გამოცემა "Corriele del Mezzogiorno"-მ "ნაპოლის" შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

    მოგეხსენებათ, კლუბის ამჟამინდელი სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი ტურინის "იუვენტუსში" გადაბარგებასთან ახლოსაა.

    ბუნებრივია, ნეაპოლელები მისი შემცვლელის მოყვანას უკვე ცდილობენ.

    როგორც ზემოთაღნიშნული წყარო იტყობინება, "პარტენოპეიში" ამ თანამდებობაზე ახალ კანდიდატად ფრედერიკ მასარას განიხილავენ.

    იტალიელი ამ თანამდებობაზე "მილანში" მუშაობდა, საიდანაც რამდენიმე დღის წინ პაოლო მალდინისთან ერთად დაითხოვეს.

    ასე რომ, არა გამორიცხული, "ნაპოლის" ახალ სპორტულ დირექტორად მასარა ვიხილოთ.

    Facebook კომენტარები