• 20-07-2023
    ცნობილია! - როგორ აპირებს “ნაპოლი” კვარაცხელიას შენარჩუნებას
    ცნობილია! - როგორ აპირებს “ნაპოლი” კვარაცხელიას შენარჩუნებას

    როგორც მოგეხსენებათ, იტალიურ “ნაპოლის” ბრწყინვალე სადებიუტო სეზონის შემდეგ ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნება სურს.

    ცნობილმა იტალიურმა სააგენტომ, La Gazzeta Dello Sport-მა ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო სტატია გამოაქვეყნა:

    “ნაპოლიმ კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო. აურელიო დე ლაურენტისი კვარაცხელიას ახალ კონტრაქტს 2028 წლამდე შესთავაზებს, 2029 წლამდე გახანგრძლივების პერსპექტივით. პარტენოპეიმ ქართველ ფეხბურთელში 1 წლის წინ 11 მილიონი ევრო გადაიხადა, ახლა კი მისი ფასი 100 მილიონი ევროა. ახლა ქალაქ ნეაპოლში მუშაობენ, რომ კვარაცხელია დიდი ხნით შეინარჩუნონ.

    ნაპოლი მზადაა, გადახედოს ფინანსურ მხარეს, რათა რამდენიმე ინგლისურმა კლუბმა არ შეძლოს ამ ბიჭის ცდუნება. თუმცა, კლუბში დარწმუნებულები არიან, რომ ის ნაპოლის არ დატოვებს. მხარეები არც ჩქარობენ, რადგან მამუკა ჯუღელმა კონტრაქტის პირობები უკვე დააწესა.

    კვარაცხელია ზაფხულის ბოლოს ნაპოლისთან კონტრაქტს 2028 წლამდე გაახანგრძლივებს და მისი ხელფასი 2.5 მილიონი გახდება, ანუ ჯამში 5 წლის განმავლობაში პარტენოპეის ქართველი შემტევისთვის 12 მილიონის გადახდა მოუწევს”. - წერია სტატიაში.

    ცნობისთვის, კვარაცხელიას ამჟამინდელი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

    Facebook კომენტარები