• 22-07-2023
    ონანას შემდეგ, "იუნაიტედი" კიდევ ერთი მეკარის ტრანსფერის დახურვას მიუახლოვდა
    ონანას შემდეგ, "იუნაიტედი" კიდევ ერთი მეკარის ტრანსფერის დახურვას მიუახლოვდა

    "მანჩესტერ იუნაიტედმა" ანდრე ონანას ტრანსფერი ოფიციალურად დახურა, ახლა კი გუნდი მეორე მეკარის დამატებას ცდილობს.

    მარკო მოლას ინფორმაციით, "იუნაიტედი" ახლოს არის იაპონელი მეკარის ზაიონ სუზუკის შეძენასთან.

    20 წლის მოთამაშე ჯერ კიდევ სამშობლოში თამაშობს და "ურავა რედსის" ღირსებას იცავს.

    სუზუკის რამდენიმე ევროპული კლუბი აკვირდება, ერთ-ერთი მათგანი კი "იუნაიტედიც" არის.

    როგორც ირკვევა, "მანჩესტერს" მისი შეძენა დაახლოებით 5 მილიონი გირვანქა დაუჯდება.

    Facebook კომენტარები