• 10-08-2023
    “ბაიერნმა” გაანათხოვრა! - ლუკა პარკაძე “ადმირაში” ითამაშებს
    “ბაიერნმა” გაანათხოვრა! - ლუკა პარკაძე “ადმირაში” ითამაშებს

    ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, ლუკა პარკაძე კარიერას “ადმირაში” გააგრძელებს. ინფორმაციას ავსიტეული გუნდი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

    მიუხნენის “ბაიერნმა” 18 წლის ფეხბურთელის 1 წლით განათხოვრება გადაწყვიდა და “ადმირა” საკმაოდ კარგი ვარიანტი გახლავთ.

    შეგახსენებთ, რომ ლუკა პარკაძე თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილი გახლავთ, ბოლოს ახალგაზრდა ფეხბურთელი “გაგრას” ღირსებას იცავდა.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ ლუკა პარკაძის ახალი გუნდი ავსტრიის მე-2 ლიგაში ასპარეზობს.

    Facebook კომენტარები