12-08-2023
ცნობილია! - ვინ მოირგებს “ბარსელონას” 7 და 11 ნომრიან მაისურებს
Author of the article
როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა შემტევმა, უსმან დემბელემ ესპანური კლუბი დატოვა და ფრანგულ პსჟ-ს შეუერთდა.
შედეგად, კლუბში 7-ნომრიანი მაისური განთავისუფლდა.
დღეს უკვე ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონას” ახალი 7-იანი ფერან ტორესი იქნება, რომელიც გასულ სეზონში 11-ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა.
შედეგად, 11-ნომრიან მაისურს 25 წლის ბრაზილიელი შემტევი, რაფინია მოირგებს.
ტეგები:
Facebook კომენტარები