• 24-08-2023
    PHOTO: როგორ გამოეხმაურა ხვიჩა კიმ მინ-ჯეს სადებიუტო მატჩს ბუნდესლიგაში
    PHOTO: როგორ გამოეხმაურა ხვიჩა კიმ მინ-ჯეს სადებიუტო მატჩს ბუნდესლიგაში

    როგორც მოგეხსენებათ, ბუნდესლიგის გასულ ტურში კიმ მინ-ჯემ გერმანიის ჩემპიონატში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

    აღნიშნული შეხვედრის შემდეგ სამხრეთ კორეელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

    "ბედნიერი ვარ ბუნდესლიგის პირველი მატჩის მოგებით. კარგად მოვემზადები, რომ მომდევნო მატჩის დღეს უკეთესი თამაში ვაჩვენო.

    "მადლობა მათ, ვინც გამთენიისას კორეაში მხარი დამიჭირა და შეხვედრას უყურა. შემიძლია უკეთესი თამაში გაჩვენოთ, გთხოვთ, რომ ჩემი მხარდაჭერა გააგრძელოთ", - წერს კიმი.

    აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პოსტს ხვიჩა კვარაცხელიაც გამოეხმაურა, რომელმაც შემდეგი კომენტარი დაუწერა: "საუკეთესო ხარ, ძმაო, კიმ კიმ კიმ".

    Facebook კომენტარები