12-06-2023
კვარაცხელიას მორიგი აღიარება - ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე
Author of the article
გასაოცარი სადებიუტო სეზონის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ მსოფლიოსგან არაერთი აღიარება მოიპოვა, ამ სიას კიდევ ერთი შეემატა.
ქართველი შემტევი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
როგორც ჩანს, კვარას მიერ ლამაზად მოტყუებული მცველები და საგოლე მოქმედებები ყველას კარგად დაამახსოვრდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ გასული წლის გათამაშებაში თავი 2 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.
ტეგები:
Facebook კომენტარები