• 04-09-2023
    ნორვეგიას ერთ-ერთი ლიდერი გამოაკდლა - ვინ ვერ ითამაშებს საქართველოს წინააღმდეგ
    ნორვეგიას ერთ-ერთი ლიდერი გამოაკდლა - ვინ ვერ ითამაშებს საქართველოს წინააღმდეგ

    როგორც მოგეხსენებათ, მოახლოებულ სანაკრებო პაუზაზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთსა და ნორვეგიას დაუპირისპირდება.

    აღსანიშნავია, რომ "ჯვაროსნების" წინააღმდეგ სკანდინავიელებს რამდენიმე მოთამაშე დააკლდებათ.

    საუბარია ალექსანდრ სორლოთზე, ანდრეას ჰანჩე-ოსლენსა და სტიან გრეგერსენზე, რომლებიც ტრავმირებულები არიან.

    განსაკუთრებით აღსანიშნავია სორლოთის დანაკლისი, რომელიც ნორვეგიის შეტევის ხაზის ერთ-ერთი ლიდერია.

    როგორც იწერება, 27 წლის თავდამსხმელმა დაზიანება ლა ლიგის გასულ ტურში, "კადისის" წინააღმდეგ მიიღო.

    აქვე გეტყვით, რომ ნორვეგიისა და საქართველოს დაპირისპირება 12 სექტემბერს შედგება.

    Facebook კომენტარები