• 07-09-2023
    სად უნდა ითამაშოს ჟოაუმ - ყველაფერი აშკარაა
    სად უნდა ითამაშოს ჟოაუმ - ყველაფერი აშკარაა
    Author of the article
    Aa

    ესპანურ პრესაში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ჟოაუ ფელიქსს მარცხენა გარემარბად ხედავს. ჩავი ერნანდესის ჩანაფიქრით, პორტუგალიელი ხშირად ცენტრში შეიწევს ხოლმე, ფლანგზე კი მას ალეხანდრო ბალდე გადააზღვევს.

    Tribuna.com გვთავაზობს ფელიქსის სტატისტიკას სხვადასხვა პოზიციებზე, რაც ცხადყოფს, რომ 23 წლის თავდამსხმელის ადგილი სწორედ მარცხენა ფრთაზეა.

    ჟოაუ ფელიქსი მარცხენა გარემარბად

    - 32 მატჩი

    - 13 გოლი (0.4 გოლი მატჩში);

    - 8 ასისტი

    ჟოაუ ფელიქსი მეორე თავდამსხმელად:

    - 119 მატჩი

    - 35 გოლი (0.29 გოლი მატჩში);

    - 20 ასისტი

    ჟოაუ ფელიქსი ცენტრფორვარდად:

    - 40 მატჩი;

    - 13 გოლი (0.32 გოლი მატჩში);

    - 8 ასისტი

    აქვე აღვნიშნოთ, რომ ფელიქსს სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ აქვს. ჩავის ჟოაუსთვის უთქვამს, რომ ლაპორტას სიმპათია არაფერს ცვლის - კონკურენცია მას ისევე შეეხება, როგორც ნებისმიერ სხხვას.

    Facebook კომენტარები