08-09-2023

"ძალიან ცუდ ფორმაშია და ეს კარგად ჩანს" - იტალიური მედია ხვიჩა აკრიტიკებს

ავტორი
როგორც მოგეხსენებათ, უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც ხვიჩა კვარაცხელიას სერია ა-ში უგოლო სერია აქვს.
ქართველმა ვინგერმა ბოლოს იტალიის ჩემპიონატში გოლი 19 მარტს, "ტორინოს" წინააღმდეგ გაიტანა.
მას შემდეგ უკვე თითქმის 6 თვე გავიდა, რაც სერია ა-ში ქართული გოლი არ გვინახავს.
ამ საკითხს ცნობილი იტალიური გამოცემა "Gazzetta dello Sport"-იც გამოეხმაურა.
"თუ კვარა გენუაშიც ვერ გაიტანს, მისი მშრალი სერია 6 თვემდე გახანგრძლივდება.
"რუდი გარსიამ წინა სეზონის MVP უნდა გამოაცოცხლოს და ძველი ფორმა დაუბრუნოს.
"ხვიჩა ცუდ ფორმაშია და ეს მის უგოლო სერიასთან ერთადაც კარგად ჩანს.
"სერია A-ს ახალი სეზონის სასტარტო მატჩებისთვის გამოჩნდა, რომ მისი ფიზიკური მდგომარეობა ოპტიმალური არ იყო და ამის გამო მწვრთნელმა მისი სრულებით დატვირთვისგან თავი შეიკავა", - წერს გამოცემა.
ტეგები:
Facebook კომენტარები