• 29-09-2023
    "სევილიას" "ბარსელონასთან" მატჩში ლიდერი დააკლდება - ახალი ცნობები
    "სევილიას" "ბარსელონასთან" მატჩში ლიდერი დააკლდება - ახალი ცნობები

    როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის მერვე ტურში კატალონიის "ბარსელონასა" და "სევილიას" მატჩი გაიმართება.

    გავრცელებული ინფორმაციით, ანდალუსიელებს ამ თამაშში ერთ-ერთი ლიდერი დააკლდებათ.

    საუბარია იუსუფ ენ-ნესირიზე, რომელიც კატალონიელებთან შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს.

    როგორც გამოცემა "DiarioAS"-ი წერს, მაროკოელი შემტევი კოჭის არეში მიღებული დაზიანების გამო "ბლაუგრანასთან" თამაშს ვერ მოახერხებს.

    აქვე გეტყვით, რომ "ბარსასა" და "სევილიას" მატჩი სტარტს ჩვენი დროით 23:00 საათზე აიღებს.

    Facebook კომენტარები