• 13-10-2023
    სეზონის ბოლოს ფეხბურთელი "ბარსას" დატოვებს - რას წერენ მედიაში
    სეზონის ბოლოს ფეხბურთელი "ბარსას" დატოვებს - რას წერენ მედიაში
    Author of the article
    Aa

    ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი, ტონი ხუანმარტი კატალონიის "ბარსელონას" შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

    მისი თქმით, სეზონის ბოლოს "ბლაუგრანას" ერთ-ერთი მოთამაშე დატოვებს.

    საუბარია სერხი რობერტოზე, რომელიც კატალონიური გრანდის მიერაა აღზრდილი.

    მედიაში იწერება, რომ სერხი ჩავის სამომავლო გეგმებში არ შედის და მოსალოდნელია, რომ იგი მომდევნო ზაფხულს კლუბს დაემშვიდობება.

    ასე და ამგვარად, იმის შასნი, რომ "ბარსა" კაპიტანმა დატოვოს, საკმაოდ მაღალია.


    Facebook კომენტარები