• 18-10-2023
    ორმაგი დარტყმა "ნაპოლის" - რა ხდება ოსიმენთან დაკავშირებით
    ორმაგი დარტყმა "ნაპოლის" - რა ხდება ოსიმენთან დაკავშირებით

    როგორც მოგეხსენებათ, საუდის არაბეთისა და ნიგერიის შეხვედრაში "ნაპოლის" ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი დაშავდა, რის გამოც მან მოედანი იძულებით დატოვა.

    სამედიცინო შემოწემბის ჩატარების შემდეგ, გაირკვა, რომ 24 წლის თავდამსხმელი 4-6 კვირას იუქმებს.

    ცუდი ამბავი ისაა, რომ "პარტენოპეისთვის" ეს კიდევ პირველი პრობლემაა.

    კერძოდ, 2024 წლის იანვარში კოტ'დივუარში აფრიკის თასის გათამაშება დაიწყება, სადაც ნიგერიის ნაკრებიც იღებს მონაწილეობას.

    როგორც იწერება, შეჯიბრი თებერვილის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება, რის გამოც რეალური შანსია იმისა, რომ ნეაპოლელებს ვიქტორი კიდევ 1 თვით გამოაკლდეს.

    აქვე გეტყვით, რომ აფრიკის თასთან დაკავშირებით უკმაყოფილება აურელიო დე ლაურენტისმა არაერთხელ გამოთქვა.

    Facebook კომენტარები