• 19-10-2023
    როგორ მიულოცა "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიას დაოჯახება
    როგორ მიულოცა "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიას დაოჯახება

    როგორც მოგეხსენებათ, გასული სანაკრებო შესვნებით ხვიჩა კვარაცხელიამ ისარგებლa და საქართველში ყოფნისას ნიცა თავაძესთან ჯვარი დაიწერა.

    აღსანიშნავია, რომ "ნაპოლის" ბაზაზე დაბრუნებულ ქართველ ფეხბურთელს თანაგუნდელებმა და კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაოჯახება მიულოცეს.

    "ინტერნეტში ქართველი ფეხბურთელის გაბედნიერების ამსახველი ფოტოები გავრცელდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კვარაცხელიას გუნდის წინაშე ვალდებულებები დაავიწყდა. იგი სანაკრებო პაუზის შემდეგ კლუბში დაბრუნდა და "ვერონასთან" დაპირისპირებისთვის ემზადება.

    "კვარას პარტენოპეის ბაზაზე გამოჩენისთანავე თანაგუნდელების რეაქციამ არ დააყოვნა. ახალდაოჯახებულ ფეხბურთელს თანაგუნდელებმა ბედნიერება უსურვეს. 

    "ამასთანავე, ბაზაზე იმყოფებოდა კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისიც, რომელმაც ხვიჩას გაბედნიერება პირადად მიულოცა", - წერს "AreaNapoli".

    Facebook კომენტარები