• 19-10-2023
    "კვარაცხელიასთან ერთად თამაში მიყვარს" - კვარას ახალი გუნდელის, ლინდოსტრმის განცხადება
    "კვარაცხელიასთან ერთად თამაში მიყვარს" - კვარას ახალი გუნდელის, ლინდოსტრმის განცხადება

    როგორც მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს "ნაპოლიმ" ფრანკფრუტის "აინტახტიდან" დანიელი, იასპერ ლინდსტორმი შეიძინა.

    ფეხბურთელმა ერთ-ერთ გამოცემასთან მის ახალ გუნდშ იადაპტაციაზე და თანაგუნდელეზე ისაუბრა, განსაკუთრბით კი ხვიჩა კვარაცხელია გამოყო:

    "გუნდში თავს კომფორტულად ვგრძნობ. ადაპტაციის პროცესი არ დასრულებულა, მაგრამ ყველაფერი კარგად მიდის. შესანიშნავი თანაგუნდელები მყავს. კვარაცხელიასთან ერთად თამაში მიყვარს. ასევე ოსიმენთან, რასპადორისთან და ყველა ჩემს პარტნიორთან ერთად თამაში დიდი სიამოვნებაა"

    "ისინი ძალიან კარგი ადამიანები არიან. ჩემთვის კი ადვილია ამ გუნდის ნაწილად ყოფნა. მშვენიერი და ფანტასტიკურია ფეხბურთის თამაში ასეთი ფეხბურთელების გვერდზე", - განაცხადა დანიელმა.

    Facebook კომენტარები