• 19-10-2023
    SOCCERNEWS: “მიქაუტაძემ შესაძლოა სტეინი გათავისუფლებისგან გადაარჩინოს”
    SOCCERNEWS: “მიქაუტაძემ შესაძლოა სტეინი გათავისუფლებისგან გადაარჩინოს”

    როგორც მოგეხსენებათ, ამსტერდამის “აიაქსში” გადასვლის შემდეგ გიორგი მიქაუტაძეს არცისე კარგი მდგომარეობა აქვს.

    ნიდერლანდული გუნდის მთავარი მწვრთნელი, მაურის სტეინი 22 წლის ქართველ თავდამსხმელს ნაკლენად ენდობა, ან თუ გიორგი ძირითად შემადგენლობაშია ის მისთვის არცისე კომფორტულ პოზიციაზე თამაშობს.

    ოქტომბრის სანაკრებო პაუზაზე 5 გოლის გატანის შემდეგ SOCCERNEWS ვარაუდობს, რომ გიორგის რეალობაში შეიცვლება:

    “სანაკრებო პაუზის დროს გიორგი მიქაუტაძემ გოლების გატანა შეძლო, რაც ჯერ აიაქსში მის მხრიდან არ გვინახავს. ქართველმა ფორვარდმა ამით თავისი ხასიათი გამოავლინა და არ არის გამორიცხული, რომ მომდევნო შეხვედრებში ის ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ. შესაძლოა, ამ ეტაპზე ეს ყველაფერი მოულოდნელად მოგეჩვენოთ, თუმცა შეიძლება სწორედ გიორგი მიქაუტაძემ იხსნანს მაურის სტეინი პოსტიდან გათავისუფლებისგან.

    გასაგებია, რომ სტეინსა და მიქაუტაძეს არცისე კარგი ურთიერთობა აქვთ, თუმცა შესაძლოა სწორედ გიორგი დაეხმაროს გიორგის რთულ დროს. ამისთვის, მისი გუნდში სწორ პოზიციაზე გამოყენებაა საჭირო.

    რთული გრაფიკიდან გამომდინარე, ნიდერლანდელი მწვრთნელი სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ ისე მიქაუტაძეს ცხრიანის პოზიციაზე ათამაშებს. ამ შემთხვევაში, ბრაიან ბრობიც მეტ კონკურენციას იგრძნობს და ეს, ყველასთვის კარგი იქნება. იქნებ, ამ შემთხვევაში, ბრობიც გამოფხიზლდეს და გოლების გატანა დაიწყოს, მიქაუტაძეს კი ბოლო-ბოლო მიეცემა შანსი, რომ ნიდერლანდელ გულშემატკივრებს თავისი შესაძლებლობები დაუმტკიცოს”. - წერია სტატიაში.

    ცნობისთვის, გიორგის გუნდი მომდევნო შეხვედრას 22 ოქტომბერს “უტრეხტის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

    Facebook კომენტარები