• 20-10-2023
    "კვარას ტრანსფერი ჯუნტოლის კიარა, მისი დამსახურებაა" - დე ლაურენტისი ხვიჩას ტრანსფერზე
    "კვარას ტრანსფერი ჯუნტოლის კიარა, მისი დამსახურებაა" - დე ლაურენტისი ხვიჩას ტრანსფერზე

    "ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა იტალიურ გამოცემასთან მისი და ყოფილი სპორტული დირექტორის, კრისტიან ჯუნტოლის ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.

    იტალიელი კინოპროდიუსერი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერსაც შეეხო: 

    "ჯუნტოლი ექვსი თვე სავარძელში წამოწოლილი სულ მეკითხებოდა, გავუშვებდი თუ არა "იუვენტუსში". მე კი ვპასუხობდი: "ეს რა საკითხავია, უცბად "იუვენტუსის" გულშემატკივარი გახდი?". ჩვენ "იუვეს" მუდამ ნომერ პირველ სპორტულ მტრად ვთვლიდით... ეს უკვე სულ სხვა "ფილმია" 

    "კვარას ტრანსფერი? ეს მისი დამსახურება არაა, ის პირველმა ჩემმა შვილმა ედოარდომ ნახა და მის შესახებ ჯუნტოლის უთხრა. ბევრი კარგი ტრანსფერი განახორციელა და ბევრი შეცდომაც დაუშვა, ისევე, როგორც ცხოვრებაში: შესანიშნავი პროფესიონალია, რომელიც ჩემდა გასაკვირად, "იუვეში" წავიდა" 

    "ოსიმენთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მასთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გვაქვს გაფორმებული, დრო კიდევ არის. არ დაგავიწყდეთ, კულიბალი სულ ბოლო მომენტში გავყიდე".

    Facebook კომენტარები