• 20-10-2023
    "თუ ეს ხვიჩაზე მართალი იყო, აქამდე რატომ არ ვიცოდით?" - რა თქვა იტალიელმა ჟურნალისტმა
    "თუ ეს ხვიჩაზე მართალი იყო, აქამდე რატომ არ ვიცოდით?" - რა თქვა იტალიელმა ჟურნალისტმა

    "ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

    იტალიელმა კომენტარი ასევე ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა, სადაც თქვა, რომ ქართველი ვინგერი არა კრისტიანო ჯუნტოლიმ, არამედ თავად აურელიოს შვილმა აღმოაჩინა.

    ამასთან დაკავშირებით კომენტარი იტალილემა ჟურნალისტმა, მიკელე კრიშიტელომ გააკეთა.

    "პარტენოპეის" პრეზიდენტის საუბარს ვუსმინე და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თითქოს ის არა ჟურნალისტებს, არამედ თავის მეგობრებს ესაუბრებოდა.

    "ჟურნალისტები ძალიან ლმობიერები იყვნენ მის მიმართ, რამაც გამაკვირვა.

    "ასევე გამაოცა მისმა კომენტარმა კვარაზე. თუ ეს ხვიჩაზე მართლა ასეა და სიმართლეა, აქამდე რატომ არ ვიცოდით?", - თქვა მიკელემ.

    Facebook კომენტარები