• 28-10-2023
    "კვარა "რეალში" მხოლოდ ამიტომ ვერ მოხვდებოდა" - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩას მადრიდში ვერ მოხვედრის მიზეზებზე საუბრობს
    "კვარა "რეალში" მხოლოდ ამიტომ ვერ მოხვდებოდა" - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩას მადრიდში ვერ მოხვედრის მიზეზებზე საუბრობს

    ერთ-ერთმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ვინჩენცო პეცამ "მილანისა" და "ნაპოლის" მატჩამდე ქართველ ლეგიონერზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

    ის ასევე კვარას მადრიდის "რეალში" ტრანსფერის საკითხს შეეხო:

    "მილანთან მარიო რუი ითამაშებს, რათა კვარაცხელიამ მოედანზე თავი უკეთ იგრძნოს. მარიო რუი ყოველთვის ცდილობს სიღრმეში თამაშს და ასე ქართველიც დამანგრეველი ფეხბურთელი ხდება"

    "ჩემი აზრით, კვარაცხელია თავის პოზიციაზე მხოლოდ ვინისიუსს და მბაპეს ჩამორჩება, მაგრამ კაკას ნუ შევადარებთ დღეს კვარა "რეალში" მხოლოდ იმიტომ ვერ მოხვდებოდა, რომ იქ ვინისიუსია და ერთად ვერ ითამაშებენ", - აღნიშნა იტალიელმა.

    აქვე შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ მიმიდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით 11 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლითა და 4 საგოლე გადაემით გამოირჩა.

    Facebook კომენტარები