ქართველი კომენტატორი ანდრო ხელაძი ლიგა 1-ში ლიონისა და პსჟ-ს მატჩს გამოეხმაურა, რომელშიც პარიზელთა მხირიდან საგოლე გადაცემა ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა, ხოლო ლიონის მხრიდან - გიორგი მიქაუტაძემ. გარდა ამისა, ორივე ფეხბურთელს ულამაზესი გოლის გატანა შეეძლო.
ძალიან მჯერა ამას მხოლოდ იმიტომ არ ვფიქრობ, რომ ქართველი ვარ: დღეს ორივე გუნდის მწვრთნელმა შეცდომა დაუშვა - ერთმა იმიტომ რომ ქართველს არ დააწყებინა, მეორემ იმიტომ რომ ქართველს არ დაამთავრებინა. ჟორჟსაც და კვარასაც მინდორზე 90 წუთი უნდა გაეტარებინათ. ასე სჯობდა ფეხბურთისთვის.
ვინც ვერ უყურეთ, ფლეშსქორზე ქართველებისგან ჯამურად 2 საგოლე გადაცემას ნახავდით და გაგიხარდებოდათ, ჩვენ ცოტა დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება დაგვრჩა. მცირე უიღბლობის გამო… კვარას ის რომ გაეტანა, ჟორჟს ეს… და მაგ მომენტების გარდა, კიდევ რამდენჯერ წამოგვაყენეს ფეხზე? ძალიან ვისიამოვნე, ფეხბურთმა კიდევ ერთხელ მოგვცა ცოტახნით რეალობიდან გაქცევის საშუალება და 90 წუთით ზღაპრულ სამყაროში გვაცხოვრა… თან დღეს ჩაკვეც მვპ გახდა, გუშინ ზურიკომ ორი ასისტი გააკეთა… სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს და მოახლოებულ სანაკრებო მატჩებს, ქართველები ხვდებიან ტოპ ფორმაში!
მაგრამ ისევ ამ თამაშს რომ დავუბრუნდეთ… ძველი ფეხბურთი გამახსენდა. ყველაფერი ჰქონდა ამ მატჩს, რის გამოც ეს სპორტი შემიყვარდა. ზღაპარს გავს და წარმოუდგენელია, მაგრამ დავესწრებოდი 13 აგვისტოს, სტადიო ფრიულიზე უეფას ფრანგულ სუპერ თასს. აქეთ კვარა, იქით ჟორჟი. კაი ხო, ვბოდავ… იმ ხალხის მშურს დღეს ვინც დაესწრო ამ თამაშს. თეთრი შურით, ცხადია. - წერს ხელაძე.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
