• 29-10-2023
    "მე კვარაცხელიასგან ამას ველოდები" - რუდი გარსიას კომენარი "მილანთან" მატჩამდე
    "მე კვარაცხელიასგან ამას ველოდები" - რუდი გარსიას კომენარი "მილანთან" მატჩამდე

    "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ "მილანთან" მომავალი მატჩისა და ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

    “ამ სეზონში უკვე 12 შეხვედრა ჩავატარეთ, ახლა კი უშუალო კონკურენტს შინ ვმასპინძლობთ. დიდი სურვილი გვაქვს, რომ მოვიგოთ. დღევანდელი მილანი და ნაპოლი განსხვავდებიან შარშანდელისგან და ეს თამაშიც არ იქნება ისეთი, როგორებიც უწინ იყო”.

    "არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ თითქოს კვარა მაშინ უფრო ეფექტურია, როდესაც მოედანზე გვერდით მარიუ რუი ჰყავს. ხვიჩამ უდინეზესთან შეძლო უგოლო სერიის შეწყვეტა, მანამდე არცერთ თანაგუნდელთან ერთად გოლი არ გაუტანია. კვარა თავის დონეს დაუბრუნდა და ეს ძალიან მაღალი დონეა. მას შეუძლია განსხვავების შექმნა"

    "ჩვენი გარერმარბები ძლიერი და გადამწყვეტი ფეხბურთელები არიან. როგორც პოლიტანოსგან, ისე კვარაცხელიასგან ველოდები, რომ გადამწყვეტი მოთამაშეები იქნებიან, მათ გააქვთ გოლები და აკეთებენ საგოლე პასებს, ამიტომაც, ხშირად ისინი არიან ძირითად შემადგენლობაში", - განაცხადა ფრანგმა სპეცილისტმა.

    Facebook კომენტარები