• 30-10-2023
    ოფიციალურად - "აიაქსის" ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
    ოფიციალურად - "აიაქსის" ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

    ამსტერდამის "აიაქსის" ახალი მწვრთნელის ვინაობა ოფიციალურად ცნობილია.

    როგორც კლუბის ოფიციალური გვერდი ადასტურებს, ნიდერლანდულ კლუბს ჯონ ვან სხიპი ჩაიბარებს.

    აღსანიშნავია, რომ ვან სხიპმა ამსტერდამელებთან ხელშეკრულება 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

    აქვე უნდა ვთქვათ, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტი "ტვენტეს", "აიაქსის" ახალგაზრდულ გუნდს, "მელბურნს", "ზვოლესა" და საბერძნეთის ნაკრებს წვრთნიდა.

    ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძის გუნდი ერედივიზიონში 5 ქულით ბოლო, მე-18 ადგილს იკავებს.

    Facebook კომენტარები