• 16-06-2023
    გაგი მარგველაშვილი თბილისის “დინამოში” ითამაშებს
    გაგი მარგველაშვილი თბილისის “დინამოში” ითამაშებს

    26 წლის ფეხბურთელი, გაგი მარგველაშვილი კარიერას თბილისის “დინამოში” გააგრძელებს. ინფორმაციას დედაქალაქური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    ახალგაზრდა მოთამაშე თბილისურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. გაგიმ “დინამოსთან” კონტრაქტს ხელი 2025 წლის ზაფხულამდე მოაწერა.

    გაგი ბოლოს ჩრდილოეთ მაკედონიური “შკუპის” ღირსებას იცავდა, სადაც ის გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა.

    ცნობისთვის, გაგი მარგველაშვილს კარიერის მანძილზე “საბურთალოსა” და ბათუმის “დინამოში” თამაშის გამოცდილებაც აქვს. ასევე 26 წლის ფეხბურთელს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.


    Facebook კომენტარები