• 12-11-2023
    პირველად სექტემბრის შემდეგ! - გიორგი მიქაუტაძე “აიაქსის” ძირითად შემადგენლობაშია
    პირველად სექტემბრის შემდეგ! - გიორგი მიქაუტაძე “აიაქსის” ძირითად შემადგენლობაშია

    ამსტერდამის “აიაქსი” ერედივიზიონის მე-12 ტურის შეხვედრაში “ალმერე სიტის” ესტუმრება.

    აღნიშნულ შეხვედრაში ამსტერდამული გუნდის ძირითად შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების 22 წლის თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე მოხვდა.

    გიორგი ერედივიზიონის მე-4 ტურის მატჩის შემდეგ, სადაც “აიაქსი” “სიტარდს” დაუპირისპირდა ძირითად შემადგენლობაში აღარ მომხვდარა.

    ახალო მწვრთნელის, ჯონ ვან სხიპის გუნდში მოსვლის შემდეგ გიორგის სათამაშო წუთები ნელ-ნელა იზრდება.

    ცნობისთვის, მატჩი თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები