• 17-11-2023
    "კვარას გამო "ნაპოლიმ" სქემა უნდა შეცვალოს, ეს წარმატების გასაღებია" - იტალიური მედია ხვიჩას კარგ თამაშს ეხმაურება
    "კვარას გამო "ნაპოლიმ" სქემა უნდა შეცვალოს, ეს წარმატების გასაღებია" - იტალიური მედია ხვიჩას კარგ თამაშს ეხმაურება

    "ნაპოლის" ქართელი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შოტლანდიასთან საოცარი პერფორმანსის შემდეგ, იტალიური მედია მის კარგ თამაშს ეხამურეაბ და სტატიას უძღვნის:

    "კვარაცხელია საქართველო-შოტლანდიის (2:2) მატჩის აბსოლუტური გმირი იყო. ნაპოლის ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა მეორე თავდამსხმელის როლში. ის ეხმარებოდა მიქაუტაძეს დაცვის დროს 5-4-1 სქემაში, ხოლო შეტევის დროს - 3-5-2 სქემაში"

    "ეს განსხვავებული პოზიციაა იმისგან, სადაც ქართველი ნაპოლიში თამაშობს. ეროვნულ ნაკრებში კვარაცხელიას სტატისტიკა აჩვენებს, რომ მისი გავლენა ძალიან დიდია. ამან კი, შეიძლება ნაპოლის სამწვრთნელო შტაბი აიძულოს, რომ სერიოზულად განიხილოს მისთვის პოზიციის შეცვლის შესაძლებლობა ინდივიდუალური და კოლექტიური გაუმჯობესების იმედით"

    "ვალტერ მაძარიმ ქართველის თამაშს თვალი ყურადღებით მიადევნა და ამ ყველაფერს აუცილებლად გაითვალისწინებს. ახალ ტაქტიკურ სქემაზე გადასვლა გარკვეულ რისკებს ყოველთვის შეიცავს, მაგრამ ეს შეიძლება იყოს კვარაცხელიას შესაძლებლობის სრულად ათვისებისა და ნაპოლის სეზონის გაუმჯობესების გასაღები", - წერს "Area Napoli".

    Facebook კომენტარები