• 18-11-2023
    ჩავის ალვარესი მოსწონს - რა ართულებს "ბარსას" ამოცანას
    ჩავის ალვარესი მოსწონს - რა ართულებს "ბარსას" ამოცანას
    Author of the article
    Aa

    "მანჩესტერ სიტის" არგენტინელ თავდამსხმელს, ხულიან ალვარესს "ბარსელონას" ხშირად უკავშირებენ ხოლმე.

    ესპანურმა Sport-მა დღეს კიდევ ერთხელ დაწერა, რომ "ქალაქელთა" 23 წლის შემტევი "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესის ფავორიტიცაა. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მესაჭე ხულიანს სამომავლო გაძლიერებად ხედავს.

    წყარო იმ ფაქტორსაც ასახელებს, რაც "ბარსას" ტრანსფერის განხორციელებას გვარიანად გაურთულებს.

    საქმე ალვარესსა და "სიტის" შორის გაფორმებულ კონტრაქტს ეხება, რომელსაც ძალა 2028 წლის ივლისამდე აქვს.

    მიმდინარე სეზონში არგენტინელი მანჩესტერული გუნდის სასტარტო შემადგენლობის ლამის უცვლელ წევრად იქცა. ყველა ტურნირზე ჩატარებულ 18 მატჩში მას 7 გოლი და 5 ასისტი აქვს მითვლილი.

    Facebook კომენტარები