• 21-11-2023
    "ბარსელონას" რადარზე 5 ნახევარმცველია
    "ბარსელონას" რადარზე 5 ნახევარმცველია
    Author of the article
    Aa

    პაბლო გავის უმძიმესმა ტრავმამ "ბარსელონა" ნახევარმცველის დამატების საჭიროების წინაშე დააყენა.

    Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, თუ "ბლაუგრანა" მართლაც გადაწყვეტს, შუა ხაზის გაძლიერებას, კლუბს რამდენიმე ვარიანტი აქვს:

    ჯოვანი ლო ჩელსო (ტოტენჰემი)

    ფაბიან რუისი (პსჟ)

    კარლოს სოლერი (პსჟ)

    პაბლო ფორნალსი (ვესტ ჰემი)

    ტიაგო ალკანტარა (ლივერპული)

    ალკანტარას "ბარსაში" დაბრუნების შესაძლებლობაზე წერს Sport-ის ჟურნალისტი, ჟორდი ხილიც. 30 წლის ფეხბურთელს "წითლებთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, ამიტომ მისი იანვარში შეღავათიან ფასად დამატება სავსებით რეალური უნდა იყოს. 

    ტიაგო "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესის თანაგუნდელიც გახლდათ, რაც გვაფიქრებინებს, რომ მხარეები თანამშრომლობის აღდგენის წინააღმდეგნი არ უნდა იყვნენ.


    Facebook კომენტარები