• 23-11-2023
    "ჩვენი გუნდის წევრის შეცდომა ჩვენვე უნდა გამოვასწოროთ ერთიანობით" - მამარდაშვილი ხვიჩას დისკვალიფიცირებაზე
    "ჩვენი გუნდის წევრის შეცდომა ჩვენვე უნდა გამოვასწოროთ ერთიანობით" - მამარდაშვილი ხვიჩას დისკვალიფიცირებაზე

    მოგეხსენებათ, მარტის ევრო 2024-ის პლეი-ოფის პირველ თამაშში საქართველოს ნაკრებს, ხვიჩა კვარაცხელია ყვითელი ბარათების მეტობის გამო ვერ დაეხმარება. 

    ამ ყველაფერს სოციალურ მედიაში საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარე, გიორგი მამარდაშვილი გამოეხმაურა: 

    "დასანანი შეცდომა იქნა დაშვებული, რომელმაც როგორც ფეხბურთელებს , აგრეთვე გულშემატკივარს ძალიან გული დაგვწყვიტა. ვფიქრობ ამ ყველაფრის გამოსწორება მხოლოდ ერთიანობით არის შესაძლებელი, როგორც მოედანზე ასევე მის ფარგლებს გარეთ" 

    "ხვიჩას დანაკლისი რა თქმა უნდა უდიდესი იქნება პლეი-ოფის შეხვედრაში, მაგრამ თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ 21 მარტის თამაში წარმატებით დავასრულოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი თანაგუნდელებისთვის. ასევე ჩვენი გუნდის წევრის შეცდომა ჩვენვე გამოვასწოროთ ერთიანობით. ყველას გელოდებით ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ ისტორიულ შეხვედრაზე", - წერს მამარდაშვილი.

    Facebook კომენტარები