• 23-11-2023
    გაფრთხილება ფანებისგან - რა ბანერი გამოაკრეს "ნაპოლის" ქომაგებმა "მარადონას" მიმდებარე ტერიტორიაზე
    გაფრთხილება ფანებისგან - რა ბანერი გამოაკრეს "ნაპოლის" ქომაგებმა "მარადონას" მიმდებარე ტერიტორიაზე

    როგორც მოგეხსენებათ, მიმინდარე სეზონი "ნაპილიმ" არცთუისე კარგად დაიწყო.

    მიუხედავად იმისა, რომ "პარტენოპეიმ" რუდი გარსია გაათავისუფლა, კლუბის ქომაგები პრობლემას ფეხბურთელებშიც ხედავენ.

    ამასთან დაკავშირებით, გულშემატკივრებმა "სტადიო მარადონას" ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი ბანერი გამოაკრეს.

    "საფასური მწვრთნელმა გადაიხადა, მაგრამ თითოეული მოთამაშისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ "სკუდეტოს" მოგებით დაუსჯელები არ გახდით", - ვკითხულოთ ბანერზე.

    ცნობისთვის, "ნაპოლი" ამ მომენტისთვის სერია ა-ში 21 ქულით მე-4 ადგილს იკავებს და ცხრილის ლიდერ მილანის "ინტერს" 10 ქულით ჩამორჩება.

    Facebook კომენტარები