• 23-11-2023
    როდის დაუბრუნდება ოსიმენი მოედანს - რას წერენ იტალიურ მედიაში
    როდის დაუბრუნდება ოსიმენი მოედანს - რას წერენ იტალიურ მედიაში

    როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლის" შემტევი, ვიქტორ ოსიმენი უკვე თვეზე მეტია, რაც ტრავმირებულია.

    ნიგერიელ ფორვარდთან დაკავშირებით გამოცემა "CalcioNapoli24"-მა ახალი ინფორამცია გაავრცელა.

    წყაროს ცნობით, 24 წლის თავდამსხმელი მომდენვო მატჩის განაცხადში დიდი ალბათობით მოხვდება.

    როგორც ირკვევა, ვიქტორმა განმარტოვებით სავარჯიშო დარბაზში ივარჯიშა და სულ მალე ბურთთან ერთადაც ვარჯიშს დაიწყებს.

    შეგახსენებთ, რომ "პარტენოპეის" მომდევნო დაპირისპირება სერია ა-ს ეგიდით "ატალანტას" წინააღმდეგ ელის.

    Facebook კომენტარები