• 30-11-2023
    "3:2-ზე წინ გასვლა შეგვეძლო, თუმცა ხელი ამან შეგვიშალა" - მაძარის განცხადება
    "3:2-ზე წინ გასვლა შეგვეძლო, თუმცა ხელი ამან შეგვიშალა" - მაძარის განცხადება
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში მადრიდის "რეალისა" და "ნაპოლის" მატჩი შედგა, სადაც "ბლანკოსმა" მეტოქე 4:2 დაამარცხა.

    ამ შეხვედრასთან დაკავშირებით "პარტენოპეის" თავკაცმა, ვალტერ მაძარიმ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

    "3:2-ზე წინ გასვლა შეგვეძლო, თუმცა ხელი ჩვენივე დაშვებულმა შეცდომებმა შეგვიშალა, რომელსაც "რეალი" არ გვპატიობდა.

    "ნამდვილად მქონდა გრძნობა, რომ მეტოქის დამარხება შეგვეძლო.

    "ვიქტორ ოსიმენი ახლახანს დაგვიბრუნდა, მაგრამ შემდეგ მატჩებში მეტი სათამაშო დრო მიეცემა", - თქვა იტალიელმა.

    Facebook კომენტარები