• 01-12-2023
    როგორი იქნება საქართველოს ნაკრებისთვის იდეალური ჯგუფი ევრო 2024-ზე
    როგორი იქნება საქართველოს ნაკრებისთვის იდეალური ჯგუფი ევრო 2024-ზე

    როგორც მოგეხსენებათ, ხვალ ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება. ფინალური ეტაპის მონაწილე 24 გუნდიდან 3 კიდევ გასარკვევია, თუმცა ეს 3 გუნდი ჯგუფებში A, B და C ლიგების პლეი ოფის გამარჯვებულების სახელებით ჩაჯდება.

    თავის პოტენციურ მეტოქეებს ელოდება საქართველოს ნაკრებიც. თუ "ჯვაროსნები" 2024 წლის 21 მარტს ლუქსემბურგის ნაკრებს დაამარცხებენ, 26 მარტს კი საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის უძლიერესს, გერმანიაში გასამართ ტურნირზე მოხვდებიან.

    C ლიგის პლეი ოფის გამარჯვებული, ისევე როგორც A და B ლიგების პლეი ოფის ტრიუმფატორებიც, მეოთხე კალათაში არიან განთავსებულნი. ამის გათვალისწინებით, საქართველოსთვის იდეალური ჯგუფი შეიძლება ასე დაკომპლექტდეს:

    ბელგია

    ავსტრია

    სლოვენია

    C ლიგის გამარჯვებული

    წილისყრა ჰამბურგში თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები