• 02-12-2023
    PHOTO: მუდრიკი და რუსი ქალი - უკრაინელი ვარსკვლავი დიდ სკანდალში გაეხვა
    PHOTO: მუდრიკი და რუსი ქალი - უკრაინელი ვარსკვლავი დიდ სკანდალში გაეხვა

    ბოლო დროს, სოციალური ქსელის განხილვის ერთ-ერთი თავარი საგანი ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელის, მიხაოლო მუდრიკისა და რუსი მოდელის, ვიოლეტა გრაჩოვას ურთიერთობის საკითხი გახდა.

    კერძოდ, წყვილი რამდენიმე მიზეზის გამო ერთმანეთთან არაერთხელ დააკავშირეს.

    ამასთანავე, საინტერესოა ისიც, რომ უკრაინელი შემტევი რუსი მოდელის პოსტების ქვეშ კომენტარებს ხშირად ტოვებდა და ისინი, თითქმის ერდროულად, ერთი და იმავე ადგილიდან მსგავს ფოტოებს აქვეყნებდნენ.

    ბუნებრივია, ამ მიზეზის გამო მუდრიკი უკრაინაში მწვავედ გააკრიტიკეს. როგორც ხალხის კომენტარებიდან ვიგებთ, ეს მიხაილოს მხრიდან სიმდაბლისა და თვალთმაქცობის ჟესტია.

    აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ ვიოლეტა ფეხბურთელთან ურთიერთობაში პირველად არ არის. აქამდე ის მატიას ნორმანსა ("როსტოვის" ყოფილ ნახევარმცველი) და ანდრეი მოსტოვოის ("ზენიტის" მოთამაშე) ხვდებოდა.

    Facebook კომენტარები