• 16-12-2023
    ვინ იქნება "ნაპოლისთვის" ყველაზე რთული და მარტივი მეტოქე 1/8 ფინალში - ვარიანტები
    ვინ იქნება "ნაპოლისთვის" ყველაზე რთული და მარტივი მეტოქე 1/8 ფინალში - ვარიანტები

    როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურში "ნაპოლიმ" "ბრაგა" დაამარცხა და ტურნირის პლეიოფის საგზური მოიპოვა.

    ბუნებრივია, ახლა ყველაზე საინტერესო ისაა, თუ ვინ იქნება "პარტენოპეის" მომდევნო მეტოქე 1/8 ფინალში.

    აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელთა სავარაუდო მეტოქეთა სია 7 გუნდისგან შედგება, სადაც ხუთ მათგანთან იტალიელები გამოკვეთილი აუტსაიდერები იქნებიან.

    ესენი არიან: მიუნხენის "ბაიერნი", ლონდონის "არსენალი", მადრიდის "ატლეტიკო", "მანჩესტერ სიტი" და კატალონიის "ბარსელონა", რომელთა წინააღმდეგაც "ნაპოლი", ბუნებრივია, ფავორიტად არ იქნება მიჩნეული.

    შედარებით მარტივ ოპონენტებად შეგვიძლია მივიჩნიოთ ბორუსიას "დორტმუნდი" და "რეალ სოსიედადი", სადაც "პარტენოპეის" მომდევნო ეტაპზე გასვლის გარკვეული შანსი ექნება.

    აქვე გეტყვით, რომ წილისყრა ორშაბათს, ჩვენი დროით 15:00 საათზე გაიმართება.

    Facebook კომენტარები