• 16-12-2023
    სუპერლიგის ერთგულება დაფასდება? - "ბარსა" მოლოდინის რეჟიმში
    სუპერლიგის ერთგულება დაფასდება? - "ბარსა" მოლოდინის რეჟიმში
    Author of the article
    Aa

    21 დეკემბერს სასამართლო ევროპის სუპერლიგის დაკავშირებულ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, თუ ვერდიქტი სუპერლიგის შემქმნელთა სასარგებლოდ იქნა გამოტანილი, "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" 1 მილიარდ ევროს მიიღებენ, როგორც კლუბები, რომლებსაც პროექტი არასდროს მიუტოვებიათ.

    ეს თანხა "ბლაუგრანას" ყველა ფინანსურ პრობლემას მომენტალურად მოაგვარებს.

    Mundo Deportivo-ს ჟურნალისტები, ფერნანდო პოლო და ხუან პოკი მოსალოდნელი ვერდიქტის შესახებ წერენ:

    "სასამართლოს გადაწყვეტილება ორაზროვანი იქნება. იგი აშკარად იტყვის, რომ უეფას ტურნირების ჩატარებაზე მონოპოლია არ აქვს.

    უეფა და ლა ლიგა გამოაცხადებენ, რომ მათ გაიმარჯვებს, რადგან უეფა ტურნირების გამართვაზე მათ უფლებას აღიარებს. მიუხედავად ამისა, A22 Sports-ი, რომელიც ევროპის სუპერლიგის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, ასევე გამარჯვებულად დაასახელებს თავს, რადგან ნაღიარები იქნება, რომ მონოპოლიის დაწესება არ შეიძლება და თავიანთი ტურნირის ჩატარება მათაც შეუძლიათ.

    ძაღლის თავი აქ მარხია - მონოპოლია. სუპერლიგის შემქნელებს შეეძლებათ მოაწყონ ტურნირი და ევროკავშირის ყველა პრინციპს დაემორჩილონ, რაც მონოპოლიას აიცილებს თავიდან. უეფა კი კვლავ გააგრძელებს იმის მტკიცებას, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ შეჯიბრებები დააორგანიზონ."

    როგორც ირკვევა, სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის უეფა უკვე ემზადება. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ნასერ ალ-ხელაიფთან (პსჟ) და ECA-სთან ერთად დაიწყო ხელმოწერების შეგროვება კლუბებისგან, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვერდიქტი უეფას სასარგებლო არ იქნება, ეს კლუბები მაინც გააგრძელებენ უეფას ტურნირებში მონაწილეობას.

    ბუნებრივია, მუშაობს მეორე ფლანგიც. წყაროს თანახმად, ევროპის სუპერლიგაში მონაწილეობა შესთავაზეს 60 კლუბზე მეტს. თავდაპირველად, ტურნირში ჩაერთვებიან ის ისტორიული გუნდებიც, რომლებიც ახლა უწინდელ სიმაღლეზე აღარ იმყოფებიან: "პსვ ეინდჰოვენი", "ფეინოორდი", "რედ სტარ ბელგრადი", "ანდერლეხტი", პორტუგალიური კლუბები... ცხადია, ადგილზე არიან "ბარსელონა" და "რეალიც".

    სასამართლოს გადაწყვეტილება ევროპის სუპერლიგას დღის წესრიგში დააბრუნებს. A22 Sports-ის გეგმის დეტალებიც 21 დეკემბრის შემდეგ გვეცოდინება. 

    Facebook კომენტარები