• 23-12-2023
    მოურინიო „ნაპოლისთან“ მატჩის წინ - ქართველთან დაკავშირებით ამას ვიტყვი
    მოურინიო „ნაპოლისთან“ მატჩის წინ - ქართველთან დაკავშირებით ამას ვიტყვი

    როგორც მოგეხსენებათ, დღეს 23 დეკემბერს, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" სერია ა-ს მე-17 ტურში "რომას" "სტადიო ოლიმპიკოზე" აუპირისპირდება.

    მატჩამდე "მგლების" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა, სადაც პორტუგალიელმა კვარაზეც ისაუბრა:

    "ნაპოლი" წინა სეზონში ჩემპიონი დამსახურებულად გახდა. მართალია, რამდენიმე ფეხბურთელმა კლუბი დატოვა, თუმცა ლიდერები კვლავ გუნდში არიან"

    "ბოლო 2 წლის განმავლობაში მათ წინააღმდეგ კარგად ვთამაშობდით. ბოლო თამაშში, სადაც დავმარცხდით, ვფიქრობ, შედეგი უსამართლო იყო. იმედი მაქვს, შურს ვიძიებთ"

    "პარტენოპეის" შესანიშნავი შემტევები ჰყავს: კვარა, რასპადორი, ოსიმენი, სიმეონე. ვხედავთ, რომ ისინი კვლავ ადგილზე არიან"

    "დიბალა? მისი ტრავმა სერიოზული არ არის, კარგადაა, თუმცა ხვალ ვერ დაგვეხმარება", - განაცხადა ჟოზემ.

    Facebook კომენტარები