• 23-12-2023
    ჟოაო ფელიქსის მომავალი ბუნდოვანია
    ჟოაო ფელიქსის მომავალი ბუნდოვანია

    როგორც მოგეხსენებათ, 24 წლის პორტუგალიელი გარემარბი, ჟოაო ფელიქსი კატალონიის “ბარსელონაში” იჯარის წესით ასპარეზობს.

    უთუოა, რომ პორტუგალიელ მოთამაშეს მადრიდის “ატლეტიკოში” დაბრუნება არ სურს და კატალონიაში დასარჩენად ყველაფერს აკეთებს.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბლაუგრანას” ახალგაზრდა მოთამაშესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია.

    კატალონიურ გუნდს ამ ეტაპზე არც “ატლეტიკოსთვის” უთქვამს პასუხი და არც ფეხბურთელის აგენტთან უსაუბრია.

    ცნობისთვის, ”ლურჯ-ბროწეულისფერებს” ჟოაოს ტრანსფერი დაახლოებით 80 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

    Facebook კომენტარები