• 24-12-2023
    "წინა სეზონის "ნაპოლივით" გამოვიყურებით" - მაძარის კომენტარი "რომასთან" მარცხის შემდეგ
    "წინა სეზონის "ნაპოლივით" გამოვიყურებით" - მაძარის კომენტარი "რომასთან" მარცხის შემდეგ

    როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს მე-17 ტურში "ნაპოლისა" და "რომას" მატჩი შედგა, სადაც დედაქალაქელებმა 2:0 გაიამრჯვეს.

    შეხვედრის შემდეგ, "პარტენოპეის" თავკაცმა, ვალტერ მაძარიმ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

    "შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტანოს წითელ ბარათამდე უკეთესად ვთამაშობდით. მატეოს მაისურზე 15 წუთი ექაჩებოდნენ, მაგრამ მსაჯებზე არ ვსაუბრობ.

    "ორი შეხვედრის შემდეგ მკითხეს, რატომ არ ვცლიდი სათამაშო სქემას. პრეზიდენტთან შეთანხმებით გუნდში იმიტომ მოვედი, რომ 4-3-3 მომწონდა.

    "თუ გუნდი უტევს და ბურთს ხშირად ფლობს, ეს ნიშნავს, რომ სწორ გზაზეა.

    "თამაშის ხარისხი ცუდი არ არის. წინა სეზონის "ნაპოლივით" გამოვიყურებით", - თქვა იტალიელმა.

    Facebook კომენტარები