• 25-12-2023
    დიდი ბრძოლა ესტევაოს სანაცვლოდ! - გრანდები ბრაზილიელი ტალანტის შეძენით ინტერესდებიან
    დიდი ბრძოლა ესტევაოს სანაცვლოდ! - გრანდები ბრაზილიელი ტალანტის შეძენით ინტერესდებიან

    როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოს 17-წლამდე ჩემპიონატზე ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე, ესტევაო გახლდათ.

    16 წლის ბრაზილიელმა ტალანტმა მუნდიალზე 3 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

    აქედან გამომდინარე, მან არაერთი ევროპული გრანდის ყურადღება მიიქცია.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პსჟ, “ჩელსი”, “მანჩესტერ იუნიატედი” და “მანჩესტერ სიტი” მზად არიან, რომ 16 წლის ფეხბურთელში 60 მილიონი ევრო გადაიხადონ.

    ახალგაზრდა მოთამაშე რეგულაციების გამო 18 წლამდე ევროპაში ვერ გადავა, ასე რომ, მას 2025 წლის ზაფხულამდე “პალმეირასში” თამაში მოუწევს.

    ცნობისთვის, ესტევაოს პრიორიტეტი “ბარსელონაში” თამაში გახლავთ, თუმცა “ბლაუგრანას” ეკონომიკური კრიზისის გამო გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდება.

    Facebook კომენტარები