• 25-12-2023
    "ჟოზემ ხვიჩა გალიაში გამოკეტა" - რას წერს იტალიური გამოცემა
    "ჟოზემ ხვიჩა გალიაში გამოკეტა" - რას წერს იტალიური გამოცემა

    როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს მე-17 ტურში "ნაპოლისა" და "რომას" დაპირისპირება შედგა, სადაც დედაქალაქელებმა 2:0 იმარჯვეს.

    აღნიშნულ დაპირისპირებას გამოცემა "II Mattino" გამოეხმაურა, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიაზე საინტერესო რამ დაწერა.

    "როცა ხვიჩა თავისუფალია, ის ძალიან სახიფათოა. ეს ჟოზემაც იცის და სწორედ ამიტომ, მან კვარას კრისტენსენი, კრისტანტე და საჭიროების შემთხვევაში, ლორენტე ან მანჩინი მიამაგრა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ქართველი გალიაში გამოკეტა.

    "გამოჩნდა, რომ ამან გაამართლა, მაგრამ ძალიან ხშირად ჯარიმდებოდნენ ნეაპოლელთა გარემარბზე", - წერს გამოცემა.

    Facebook კომენტარები