• 26-12-2023
    “მეცის” სპორტული დირექტორი: “დიდი იმედი მაქვს, რომ გიორგი მიქაუტაძე ჩვენს გუნდში დაბრუნდება”
    “მეცის” სპორტული დირექტორი: “დიდი იმედი მაქვს, რომ გიორგი მიქაუტაძე ჩვენს გუნდში დაბრუნდება”

    როგორც მოგეხსენებათ, სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი მიქაუტაძე იჯარის წესით “მეცს” დაუბრუნდება.

    ამ ყველაფრის შესახებ ფრანგული გუნდის სპორტულმა დირექტორმა, პიერ დრეოსიმ გააკეთა კომენტარი:

    “დიდი იმედი მაქვს, რომ გიორგი ჩვენს გუნდში დსბრუნდება, თუმცა დიდი სიფრთხილე უნდა გალოვიჩინოთ. გაზეთებში წავიკითხე რა ინფორმაციებიც გავრცელდა, თუმცა ისინი მეტისმეტად ჩქარობენ. ჩვენ ნამდვილად ვცდილობთ გიორგი მიქაუტაძის დაბრუნებას და დიდი სურვილი გვაქვს, რომ ის კვლავ შემოუერთდეს ჩვენს გუნდს”. - განაცხადა დრეოსიმ.

    ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძეს “აიაქსში” გადასვლის შემდეგ მიზერულ სათამაშო დრო ეძლევა. სწორედ ამიტომ დადგა ახალგაზრდა მოთამაშის საფრანგეთში დაბრუნების საკითხი.

    Facebook კომენტარები