• 13-01-2024
    დავიდ დატრო ფოფანა “ასტონ ვილას” ფეხბურთელია
    დავიდ დატრო ფოფანა “ასტონ ვილას” ფეხბურთელია

    21 წლის კოტ დ’ივუარელი ფეხბურთელი, დავიდ დატრო ფოფანა კარიერას “ასტონ ვილაში” გააგრძელებს.

    ინფორმაციას ბრიტანული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    ფოფანამ ახალ გუნდთან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა.

    “აქ ყოფნა მშვენიერი გრძნობაა. მე ძალიან ბედნიერი ვარ. ეს იდეალური ადგილია პროგრესის საჩვენებლად. ვფიქრობ, რომ კარგი გადაწყვეტილება მივიღე აქ გადმოსვლით”. - განაცხადა ფოფანამ.

    შეგახსენებთ, რომ დავიდ დატრო “ჩელსის” საკუთრება გახლავთ და სეზონის ბოლოს ლონდონურ გუნდს შეუერთდება.

    Facebook კომენტარები