• 13-01-2024
    ესტევაო “ჩელსის” სატრანსფერო სამიზნეა
    ესტევაო “ჩელსის” სატრანსფერო სამიზნეა

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონა” “პალმეირასის” 16 წლის ვუნდერკიდის, ესტევაოს შეძენით ინტერესდება.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ხოაკიმ პერეირას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბლაუგრანას” ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენა ძალიან გაუჭირდება.

    ლონდონის “ჩელსიმ” ახალგაზრდა მოთამაშის სანაცვლოდ 60 მილიონიანი შეთავაზება გააკეთა, რისი წყალობითაც სატრანსფერო ბრძოლაში დაწინაურდა.

    ცნობისთვის, თავად ესტევაოს ოცნება კატალონიის “ბარსელონაში” თამადი გახლავთ.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ “მესინიომ” 17-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე 3 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები