• 19-01-2024
    ოფიციალურად: ჯორდან ჰენდერსონი “აიაქსის” ფეხბურთელია
    ოფიციალურად: ჯორდან ჰენდერსონი “აიაქსის” ფეხბურთელია

    33 წლის ინგლისელი ფეხბურთელი, ჯორდან ჰენდერსონი კარიერას “აიაქსში” გააგრძელენს. ინფორმაციას ნიდერლანდული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    საგულისხმოა, რომ 24 საათზე ნაკლებ დროში ჰენდერსონის მაისურები რეკორდული რაოდენობით გაიყიდა.

    ფეხბურთელმა ახალ გუნდთან კონტრაქტს ხელი მოაწერა და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა.

    ცნობისთვის, ჰენდერსონი “აიაქსში” 6 ნომრიან მაისურს მოირგებს.

    საგულისხმოა, რომ ჯორდანი “ალ-იტიფაქში” ასპარეზობდა, თუმცა მან გააცნობიერა, რომ არაბეთში თამაში მისთვის პრიორიტეტი არ ყოფილა.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ არაბეთის დატოვება კარიმ ბენზემასაც სურს.

    Facebook კომენტარები