• 26-01-2024
    პუიოლი: "გვარდიოლა ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია"
    პუიოლი: "გვარდიოლა ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია"
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონას" ლეგენდარულმა კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა.

    "ჩემთვის, გვარდიოლა ჯერჯერობით საუკეთესოა. ვფიქრობ, ჩვენ სამუდამოდ ვემახსოვრებით იმ ფეხბურთის გამო, რომლის ჩვენებითაც ვიგებდით ტიტულებს.

    ჩემი აზრით, თითოეულ ფეხბურთელს, რომელსაც პეპთან უმუშავია, ძალიან გაუმართლა.

    ძალიან მარტივია, რომ მიხვდე, თუ რომელია პეპის გუნდი. ამას კონკრეტული სათამაშო სტილით გამოარჩევ," - განაცხადა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ყოფილმა მცველმა BBC-ისთან საუბარში.

    შეგახსენებთ, რომ პუიოლს სხვადასხვა დროს ისეთ გამორჩეულ მწვრთნელებთან უმუშავია, როგორებიც ლუის ვან გაალი, ფრანკ რაიკაარდი და ვისენტე დელ ბოსკე იყვნენ.

    გვარდიოლა იმ "ბარსას", რომელსაც კარლესი კაპიტნობდა, 4 სეზონის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ამ დროში გუნდმა 14 ტიტული მოიგო.

    Facebook კომენტარები