• 28-01-2024
    "ორი მხეცი ერთმანეთის პირისპირ" - რას წერს "AS" მამარდაშვილისა და ობლაკის დაპირისპირებაზე
    "ორი მხეცი ერთმანეთის პირისპირ" - რას წერს "AS" მამარდაშვილისა და ობლაკის დაპირისპირებაზე

    როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის 22-ე ტურში "ვალენსია" "ვანდა მეტროპოლიტანოზე" მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისპირდება.

    შეხვედრის წინ, გამოცემა "AS"-მა გიორგი მამარდაშვილისა და იან ობლაკის შეხვედრაზე საინტერესო სტატია გამოაქვეყნა.

    "ორი ტანმაღალი მეკარე, მსგავსი თვისებებით, რომლებიც ატლეტიკოსა და ვალენსიას კარებებს იცავენ.

    "ორივე გუნდი ევროსაგზურისთვის იბრძვის. თუკი ატლეტიკოსთვის ეს ჩვეული ამბავია, ბარახას გუნდში ამაზე ოცნებობენ. ამაში კი უდიდესი წვლილი ქართველს მიუძღვის, რომელმაც კარი მშრალად შვიდ თამაშში შეინახა.

    "ორი მხეცი ერთმანეთის პირისპირ. მშრალად შენახულ მატჩებში გიორგის ანგარიშზე 24, ხოლო იანის ანგარიშზე 16 სეივია", - წერს გამოცემა.

    Facebook კომენტარები