06-12-2022

ბელინგემისთვის ბრძოლას ერთი კლუბი გამოეთიშა

ავტორი
როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპულის" მთავარი სამიზნე დორტმუნდის "ბორუსიის" ნახევარმცველი, ჯუდ ბელინგემია.
Sky Sports-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისელი ახალგაზრდასთვის ბრძოლას გამოეთიშა.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ჯუდისთვის "ლივერპული", მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" იბრძოლებენ.
ცნობისთვის, მიმდინარე კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე, ბელინგემს 4 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
ტეგები:
Facebook კომენტარები