• 20-02-2024
    უდიდესი ბონუსები და მრავალწლიანი კონტრაქტი - როგორ ხელშეკრულებას გააფორმებს მბაპე "რეალთან"
    უდიდესი ბონუსები და მრავალწლიანი კონტრაქტი - როგორ ხელშეკრულებას გააფორმებს მბაპე "რეალთან"
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ კილიან მბაპე ზაფხულში მადრიდის "რეალის" რიგებს შეუერთდება.

    მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თუ როგორ ხელშეკრულებას გააფორმებს ფრანგი ვარსკვლავი "სამეფო გუნდთან".

    იწერება, რომ კილიანი მადრიდელებთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, რისთვისაც ბონუსის სახით 150 მილიონ ევროს მიიღებს.

    რაც შეეხება მის ანაზღაურებას, 25 წლის შემტევის წლიური ხელფასი 15 მილიონი ევრო იქნება, რაც ბევრად ნაკლებია, ვიდრე მას "პსჟ"-ში აქვს.

    ცნობისთვის, მბაპე "რეალს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემატება.

    Facebook კომენტარები