• 03-03-2024
    პელეგრინი: "თუ სტარტი ასეთია, იფიქრეთ, როგორი შეიძლება გახდეს "რომა"
    პელეგრინი: "თუ სტარტი ასეთია, იფიქრეთ, როგორი შეიძლება გახდეს "რომა"
    Author of the article
    Aa

    დანიელე დე როსის "რომა" ფანტასტიკურად გამოიყურება. "ჯალაროსის" ყოფილმა კაპიტანმა გუნდი სერია ა-ს 7 მატჩში გაიყვანა მოედანზე და აქედან 6 მოიგო. "მგლებმა" გაიმარჯვეს გუშინაც, როცა "მონცა" გასვლაზე გაანადგურეს, ანგარიშით 4:1.

    დედაქალაქელთა გოლები ლორენცო პელეგრინის, რომელუ ლუკაკუს, პაოლო დიბალასა და ლეანდრო პარედესის აქტივშია, მასპინძლებმა კი მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს, თუმცა ანდრეა კარბონის გასროლა მართლაც რომ ულამაზესი გახლდათ.

    მატჩის მერე "რომას" კაპიტანმა, ლორენცო პელეგრინიმ DAZN-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. აშკარაა, რომ იტალიელი ნახევარმცველი ახალი მთავარი მწვრთნელის მუშაობით ძალიან კმაყოფილია.

    "ეს რთული მატჩი იყო, ბევრი ფარული ხიფათით. ჩვენ პატივს ვცემთ "მონცასა" და მის სათამაშო სტილს, მაგრამ მწვრთნელის დავალებები შევასრულეთ. ვიტყვი, რომ ჩვენი პროგრესი განგრძობადია.

    ერთიანობა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა და მის ჩამოსაყალიბებლად ყოველდღე ვმუშაობთ. როცა ენერგიისგან იცლები, შენს თავში დამატებით ძალას პოულობ, რათა თანაგუნდელს დაეხმარო, რადგან ის მოგწონს და გინდა, რომ არ გაუჭირდეს.

    ბედნიერები ვართ. კარგი მატჩი მოვიგეთ და ასე უნდა გავაგრძელოთ.

    დე როსის დიდებულ მწვრთნელად გახდომას ყოველთვის ველოდი. მიუხედავად ამისა, ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია. თუ დასაწყისი ასეთია, წარმოვიდგინოთ, თუ რად შეიძლება იქცეს "რომა", განსაკუთრებით მენტალურ ასპექტში," - თქვა პელეგრინიმ.

    ოთხეულამდე "რომას" სულ 1 ქულა აშორებს, თუმცა "ბოლონიას" ამ ტურის მატჩი ჯერ სათამაშო აქვს. მომდევნო შეხვედრა "მგლებს" ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის ეგიდით ელით და ისინი "ბრაიტონს" შეერკინებიან.


    ტეგები:
    Facebook კომენტარები